logo
ENG



დავით კირკიტაძე: თავდასხმა მოხდა ენმ-ის რუსთავის ოფისზე

24 ოქტ 202115:20
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, დავით კირკიტაძე, აცხადებს, რომ რუსთავში პარტიის ერთ-ერთ ოფისზე თავდასხმა მოხდა.

კიკრიტაძე ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. მისი თქმით, შემთხვევისას 3 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ. 

მერობის კანდიდატი მომხდარში, ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს. 

"ცდილობდნენ ოფისში შემოჭრას. იდენტიფიცირებულები არიან და ესენი იყვნენ სუს-ის აგენტები, ქართული ოცნების აქტივისტები" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ. 

მომხდარის დეტალებს ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება.


close დახურვა